საჯარო ინფორმაცია
საჯარო ინფორმაცია - ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად (ელექტრონულ რესურსებზე განთავსებული) გამოქვეყნებული ინფორმაცია.
საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი
საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფორმით (ajarafolk21@gmail.com) საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევაში არაუგვიანეს 10 დღისა.
2.1 საჯარო ინფ. ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები.