ჩვენს შესახებ
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,არსიანის“ ბიოგრაფია
მელიტონ კუხიანიძის სახელობის საქართველოს დამსახურებული აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი დაარსდა 1921 წელს .
1922 წლის 11 ივლისს გაიმართა ანსამბლის პირველი კონცერტი.
1961 წელს ანსამბლის დაარსების 40 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მას მიენიჭა
ანსამბლი შედგება პროფესიონალი მომღერალი მოცეკვავე და მუსიკოსი მსახიობებისაგან.
1994 წელს სახელმწიფო ანსამბლთან დაარსდა ბავშვთა ქორეოგრაფიული ჯგუფები.
2012 წელს სახელმწიფო ანსამბლში ჩამოყალიბდა ბავშვთა მოსამზადებელი ქორეოფრაფიული, მომღერალთა და ქართულ ხალხურ საკრავთა ჯგუფები. თავისი არსებობის პერიოდში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფესტივალებში როგორც, ქვეყნის ისე მის ფარგლებს გარეთ.
2014 წელს გაიხსნა ანსამბლის პირველი ისტორიული მუზეუმი.
2014 წელს გადაღებულია ანსამბლის შესახებ დოკუმენტური ფილმი,, დაარსებიდან დღემდე“-რეჟისორი ირაკლი ყაჭეიშვილი
2016 წლის 01 იანვრიდან ანსამბლს მიენიჭა აკადემიური ანსამბლის სტატუსი. აღსანიშნავია რომ ანსამბლი გახლავთ წლოვანებით მეორე აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი“-ს შემდე, ხოლო პირველი აკადემიური ანსამბლი საქართველოს რეგიონებს შორის.
2016 წელს ანსამბლს 95 წელი შეუსრულდა , იუბილის ფარგლებში ანსამბლმა გამართა ტურნე როგორც საქართველოს ,ასევე მის ფარგლებს გარეთ.ხოლო ამავე წლის 11 ივლისს ჩატარდა საზეიმო კონცერტი ,გაიხსნა ანსამბლის ვარსკვლავი და მემორიალური დაფა სახელწოდებით ,,ამაგდარნი( ვინც იყო და დარჩა)’’.
2017 წელს ანსამბლს მიენიჭა სახელწოდება ,,არსიანი".
2021 წელს ანსამბლ შეუსრულდა დაარსებიდან 100 წელი.
2021 წელს ანსამბლის იუბილის ფარგლებში ცის კაბადონზე მილიონობით ვარსკვლავს შორის, ერთ-ერთ ვარსკვლავს მიენიჭა სახელწოდება ,,არსიანი“, ნიშნად მისი უკვდავებისა. ასევე, დაარსებიდან 100 წლის იუბილეს გამოეხმაურა ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა ,,ავტოგრაფი”, რომელმაც მთელ ეთერი მიუძღვნა ანსამბლის საუკუნოვან ისტორიას. ანსამბლის შენობის წინ, ხელოვანთა ხეივანში გაიხსნება ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ბათუმის საპატიო მოქალაქის, წარსულში ანსამბლ ,,სუხიშვილების’’ ოქროს თაობის წევრის, გიორგი ჩაჩავას სახელობის ვარსკვლავი,რომელიც მიეძღვნა დაბადებიდან 70-ე საუბილეო თარიღს.
2022 წელს 100 წლის იუბილე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბათუმის მუსიკალურ ცენტრის სცენაზე. საიუბილეო საღამოს რეჟისორი გახლდათ ბაკურ ბაკურაძე ..
ანსამბლში მოღვაწეობდნენ ქართული ფოლკლორის კორიფეები: დავით ჯავრიშვილი, არტემ ერქომაიშვილი, ენვერ ხაბაძე, მირიან ჩხიკვიშვილი, ალექსანდრე ჯიჯეიშვილი, ფატმან კობალაძე, თემელ მიქელაძე, იაშა ხალვაში, თოფან მელაძე, იური ცინცაძე(ციმციმა), ზურაბ ბაღდადიშვილი, თამაზ ბეჟანიძე , ოთარ მიქელაძე და სხვები.
ამ ხნის მანძილზე ანსამბლმა წარმატებით იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: , დანია, გერმანია, ბელგია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი,ბულგარეთი , ბელორუსია, ლატვია, ლიტვა, მოლდავეთი, ესტონეთი, უკრაინა, რუსეთი, ირანი, , კანარის კუნძულები, კიპრი, ეგვიპტე, სირია,თურქეთი, სუდანი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.
ანსამბლის წარმატების საიდუმლოება გახლავთ უნარი იმისა რომ პროფესიულ დონეზე შეასრულონ ფოლკლორული სიმღერა და ცეკვა . მაღალი საშემსრულებლო მრავალხმიანობითა და პლასტიკის ენით გადმოცენ მაყურებლისთვის ქართული ეთნოგრფიული კულტურა; სატრფიალო, საბრძოლო, საზეიმო განწყობა, რაც იწვევს მაყურებლის აღტაცებას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს ყველა რეგიონის სასიმღერო და საცეკვაო ფოლკლორის ნიმუშებია.
ანსამბლი აღჭურვილია მაღალმხატვრული სასცენო კოსტუმებითა და რეკვიზიტებით.
ანსამბლი გახლავთ მრავალი ფესტივალის და კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული:
1957წ. რუსეთი, ქ. მოსკოვი -- ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი.
1969წ. ბულგარეთი-- ბურგასის ფოლკლორის მსოფლიო ფესტივალი. გრან პრი.
2006-2007 წწ. სირია-- დამასკოს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი. გარ პრი.
2011 წ. თურქეთი-- ბურსის ფოლკლორი 50-ე საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი.
გრან პრი.
2011წ . იტალია -- ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი S.I.O.F.F -ის ეგიდით.
2010-2013წწ. საქართველო- ხობის საერთაშორისო ფესტივალი ,, სიმღერა სამეგრელოზე“.
2012 წ. თურქეთი- საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „ EMITT2012’’.
2012-2013 წწ. გერმანია-საფრანგეთი-- საქველმოქმედო პროექტი ,,საქართველო ევროპის ნაწილია’’.
2014წ. ბელორუსია XVII საერთაშორისო ხალხური მუსიკის ფესტივალი ,, Звiняць цымбалы i гармонiк’’
2015 წ. უკრაინა , კიევის დღეები.
2016 წ. ყაზახეთი (ქ.ასტანა, ქ.ალმაატი) საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღსანისნავი ღონისძიებები.
2016 წ. აზერბაიჯანი ,ქ .ბაქო.
2017 წ. ბულგარეთი, ქ.ვარნა- საერთაშორისო ფესტივალი ‘’BEST FEST 2017’’ -ნომინაჩია საუკეთესო ფოლკლორი.
2017 წ. ეგვიპტე, ქ . ალექსანდრია და ქ. კაირო.
2017 წ. უკრაინა, ქ. კრაპივნიცკი
2018 წ. ესპანეთი, ქ.ბარსელონა.- საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი ‘’ბარსელონას ოქროს ხმა’’-პირველი ადგილი.
2018 წ. ტურნე თურქეთის რესპუბლიკაში / 15 ქალაქი/ - ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა.
ანსამბლის ხელმძღვანელები:
ანსამბლის დირექტორი --ქ. თბილისის მერიის კულტურისა და საქართველოს ქორეოგრაფიის დესპანის მედლების, საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარისა და ბრწყინვალებისა ტბელ აბუსერიძის II ხარისხის ორდენოსანი -- გიორგი ჭანიშვილი
სამხატვრო ხელმღვანელი--,ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარისა და
ბრწყინვალების ორდენოსანი - თემურ ქორიძე
ლოტბარი- ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე-- გიორგი ჩხარტიშვილი
ორკესტრის ხელმძღვანელი-- ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე -- გიორგი ნაგერვაძე
,,არსიანის'' საუკუნოვანი ისტორია (ვრცლად)